„ტვ პირველის“ გადაცემის, „შუადღე Live“-ს გასული ეპიზოდი შვილებისა და მშობლების ურთიერთობებს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად მისულმა, საზოგადოებისთვის ცნობადმა სახეებმა საკუთარ მშობლებსა და შვილებზე ისაუბრეს.
აღნიშნულ გადაცემას სტუმრობდა მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილიც, რომელმაც დედის სიმკაცრისა და შვილებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„დედა ძალიან მკაცრი იყო, ისეთი მკაცრი იყო, რომ ვერც ვხსნი… ეს ვერავის წარმოუდგენია, 19 წლის ასაკში უკვე ორივე ვყავდით – მეც და ნინუცა, დედაჩემის სითბო და ცოტა მოფერება ვნახე ჩემს ძმაზე, რომელიც 32 წლის ასაკში ეყოლა.
ზაფხულში, საღამოს 7 საათზე მე და ნინუცა საწოლში ვიწექით, ბავშვები რომ ეზოში დარბოდნენ, მე და ნინუცა ქვითინით ვიწექით… არსად წასვლა არ შეიძლებოდა. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, მაშინ გაგვიშვეს მარტო.
ამის გამო ტრავმები არ მაქვს, ძალიან უცნაურია, პირიქით, მადლიერი ვარ. ნამდვილი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მიუხედავად მისი სიმკაცრისა, ეს პერიოდი ბედნიერად მახსენდება.
რაც შეეხება ჩემს შვილებს – კატო ძალიან ჭკვიანია, ცელქია და მიჯერებს, ილიასთან კი აზრი არ აქვს, მისთვის არ არსებობს ავტორიტეტი. ძალიან საყვარელი და ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ვერავინ უძლებს, ცელქია [იცინის]“ – აღნიშნა რუსკა მაყაშვილმა.
რუსკა მაყაშვილი დედის სიმკაცრის და შვილებთან ურთიერთობის შესახებრუსკა მაყაშვილი დედის სიმკაცრის და შვილებთან ურთიერთობის შესახებ #შუადღელაივი #ტვპირველი #მკაცრიმშობლები #რუსკამაყაშვილი
Posted by შუადღე Live • Shuadge Live on კვირა, 18 მაისი, 2025