კარგი იყო, კი, უკრაინის გამარჯვებაში რწმენა, ზელენსკის ძალიან მაღალი შეფასება, ქართველი ხალხის შეფასება, რომ ნამდვილად პროევროპულია, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც დამაკლდა, თვითონ რა ნაბიჯებს გადადგამს – გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, როცა მინიშნებას არ აკეთებ ოლიგარქიულ მმართველობაზე და ბიძინა ივანიშვილზე, ეს არის გარკვეული ნიშანი.
“კარგი იყო, კი, უკრაინის გამარჯვებაში რწმენა, ზელენსკის ძალიან მაღალი შეფასება, ქართველი ხალხის შეფასება, რომ ნამდვილად პროევროპული, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც დამაკლდა და ამას ველოდებოდი – თვითონ რა ნაბიჯებს გადადგამს, რომ საქართველოში რუსეთმა ფეხი არ მოიკიდოს, არ იყოს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია და იყოს მედიათავისუფლება, აქ ბუნებრივია, მე ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას.
გასაგებია, კანდიდატის სტატუსს ითხოვს პრეზიდენტი უმაღლესი ტრიბუნიდან, მაგრამ, როცა მინიშნებას არ აკეთებ ოლიგარქიულ მმართველობაზე და ბიძინა ივანიშვილზე, ეს არის ნიშანი. მე ვერ ვხვდები, რა ზეწოლას გულისხმობს, ჩვენ ვითხოვთ ნიკა გვარამიას შეწყალებას, თუმცა, ნიკა არ ითხოვს ამას რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ მას ისევ და ისევ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გვარამია და შევახსენებ, რომ კორუფციის მუხლით გამოძიება დაწყებული უნდა იყოს უამრავი ჩინოვნიკის მიმართ, მაგრამ ვხედავ, რომ ნიკა გვარამია არის ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – განაცხადა დეკანოიძემ.