LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან რესტორნები და კვების ობიექტები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში შეძლებენ

133
---2021-02-04-07-25-31-675696

დღეიდან, გარდა შაბათ-კვირისა კაფე-ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას ღია სივრცეებში შეძლებენ.

ნებისმიერ კვების ობიექტს ღია სივრცეში სკამების და მაგიდების განთავსება შეუძლია.

ამასთან, კვების ობიექტებს საკუთრების წინ მდებარე ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს თბილისის მერია.

კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტს ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამასთან, მათზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g