მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი დედას, ნათია ბანძელაძეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
„დე, ჩემო სილამაზე და სიკეთე, გილოცავ დაბადების დღეს, საუკეთესო სურვილებით. დღეს დაბადების დღეს წყლის ჭავლით დარბევისას შეხვდა.
ეჭვიც არ მეპარება, ყველა საღად მოაზროვნე დღეს იქ იყო, სწორ ადგილას თავიანთი შვილებისთვის და საკუთარი მომავლისთვის”, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, ნანუკა ცოტა ხნის წინ პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა და პატარასთან ერთად აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა.