LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ვემშვიდობებით ჩვენს რჩეულ და ღიმილიან ბავშვებს“ – შოვში დაღუპულ და-ძმას – სოფო და გიორგი ყარალაშვილებს დღეს დაკრძალავენ

5747
Untitled design

3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს გარდაცვლილ და-ძმას – სოფო და გიორგი ყარალაშვილებს დღეს დაკრძალავენ.

„ხვალ ბოლო გზაზე ვაცილებთ ამ ხუჭუჭა ბიჭს, ბიჭს ღიმილით სახეზე, ჭინკებით თვალებში და დიდი იმედებით გულში” – მეგობარი გიორგი ყარალაშვილზე

„დღეს ვემშვიდობებით ჩვენს რჩეულ და ღიმილიან ბავშვებს, სოფოს და გიორგის… რა მძიმე და აუტანელია ეს ყველაფერი… ღმერთო რატომ?!“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“.

სოფოს და გიორგის მშობლიურ მხარეში – სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში დაკრძალავენ.

ცნობისათვის, და-ძმა, სოფო და გიორგი ყარალაშვილები, მეგობართან – დავით ბერიაშვილთან ერთად სტიქიის დროს შოვში იმყოფებოდნენ.

ძებნა-შველის ოპერაციის დროს მაშველებმა სამივე მეგობრის ცხედარს მიაკვლიეს.

„ნეტა იმ დროს, სოფი, ზეიმზე მე ია ვიყავი და შენ ენძელა.. რანაირი ხარ გოგო“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სოფო ყარალაშვილის მეგობარი 

„სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა.. იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის წარმატებული მონაწილე.. სოფი დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის“ – საქართველოს მომავლის აკადემია შოვში დაღუპულ სოფო ყარალაშვილზე

„უპირობოდ, სამაგალითოები ხართ! თქვენი გახსენება ღიმილთან, სიკეთესთან, სილაღესთან, გონიერებასთან, მნიშვნელოვან ღირებულებებთან და სავსე ცხოვრებასთან ასოცირდება“ – მეგობარი და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილებზე 

„ჩვენი საიმედო მომავალი იყავით. მშვიდობით ჩვენო საამაყო და საყვარელო ახალგაზრდებო! თქვენ მუდამ იცოცხლებთ ჩვენს გულებში!“ – საქობოს საჯარო სკოლა სოფო და გიორგი ყარალაშვილებს ემშვიდობება 

ვიდეო: „სოფი, ვერც გემშვიდობები.. აბა რანაირად ვქნა, როცა აგერ ვიდეოებს ვუყურებ და ასე ცქრიალებ, იცინი და ბედნიერი ხარ.. ტკივილამდე მომენატრები ჰო ზუსტად იცი“ – ქეთი მოლაშვილი სოფო ყარალაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე

„ახლაც მგონია, მალე გამოჩნდებიან, დავითი ამ პოსტის დაწერაზე მაგარს დამცინებს და მეღადავება – ეს რა დრამა დადგი აქო“ – კოტე კირკიტაძე დავით ბერიაშვილზე და და-ძმა ყარალაშვილებზე საინტერესო ისტორიებს იხსენებს

mazda magti 5g