სოფო ყარალაშვილს, რომელიც 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაიღუპა, მეგობრები ემშვიდობებიან.
„სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა.. იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის წარმატებული მონაწილე.. სოფი დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის“ – საქართველოს მომავლის აკადემია შოვში დაღუპულ სოფო ყარალაშვილზე
სოციალური ქსელის მომხმარებელი, სოფო ყარალაშვილის მეგობარი აქვეყნებს სოფოს ბავშვობის ფოტოებს, რომლებიც სკოლაში, ღონისძიებაზეა გადაღებული:
„დღეს ეს ფოტოები ვიპოვე და ნეტა იმ დროს, სოფი, ზეიმზე მე ია ვიყავი და შენ ენძელა, რანაირი ხარ გოგო.
სამუდამოდ გვემახსოვრები ყველას, მშვიდობით“, – წერს სოფოს მეგობარი.
Sophie Karalashvili
დღეს ეს ფოტოები ვიპოვნე და ნეტა იმ დროს სოფიი, ზეიმზე მე ია ვიყავი და შენ ენძელა, რანაირი ხარ გოგო ♥️სამუდამოდ გვემახსოვრები ყველას, მშვიდობით?️?
Posted by T’am MA RA on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, და-ძმა, სოფო და გიორგი ყარალაშვილები, მეგობართან – დავით ბერიაშვილთან ერთად სტიქიის დროს შოვში იმყოფებოდნენ.
ძებნა-შველის ოპერაციის დროს მაშველებმა სამივე მეგობრის ცხედარს მიაკვლიეს.
სოფო და გიორგი ყარალაშვილებს დღეს დაკრძალავენ.
„ხვალ ბოლო გზაზე ვაცილებთ ამ ხუჭუჭა ბიჭს, ბიჭს ღიმილით სახეზე, ჭინკებით თვალებში და დიდი იმედებით გულში” – მეგობარი გიორგი ყარალაშვილზე
„უპირობოდ, სამაგალითოები ხართ! თქვენი გახსენება ღიმილთან, სიკეთესთან, სილაღესთან, გონიერებასთან, მნიშვნელოვან ღირებულებებთან და სავსე ცხოვრებასთან ასოცირდება“ – მეგობარი და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილებზე
„ჩვენი საიმედო მომავალი იყავით. მშვიდობით ჩვენო საამაყო და საყვარელო ახალგაზრდებო! თქვენ მუდამ იცოცხლებთ ჩვენს გულებში!“ – საქობოს საჯარო სკოლა სოფო და გიორგი ყარალაშვილებს ემშვიდობება
ვიდეო: „სოფი, ვერც გემშვიდობები.. აბა რანაირად ვქნა, როცა აგერ ვიდეოებს ვუყურებ და ასე ცქრიალებ, იცინი და ბედნიერი ხარ.. ტკივილამდე მომენატრები ჰო ზუსტად იცი“ – ქეთი მოლაშვილი სოფო ყარალაშვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე
„ახლაც მგონია, მალე გამოჩნდებიან, დავითი ამ პოსტის დაწერაზე მაგარს დამცინებს და მეღადავება – ეს რა დრამა დადგი აქო“ – კოტე კირკიტაძე დავით ბერიაშვილზე და და-ძმა ყარალაშვილებზე საინტერესო ისტორიებს იხსენებს