ელექტრომობილების გაყიდვების გლობალური მაჩვენებელი სექტემბრიდან: ზრდა თითქმის სამჯერ მეტია. სტატისტიკის მიხედვით, ელექტრონული ავტომობილების რეალიზების მაჩვენებლით რეკორდებს ჩინეთი ამყარებს – იქ უკვე მეორე თვეა გაყიდვები 1 მილიონ ერთეულს აჭარბებს. მთლიანობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,69 მილიონი ელექტროქარი და ჰიბრიდი გაიყიდა, რაც 30,5%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. ეს 2024 წლისთვის თვიური მაქსიმალური მაჩვენებელია და სექტემბრისთვისაც რეკორდს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ გარდა ჩინეთისა გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა ასევე ჩრდილოეთ ამერიკაშიც: შემოდგომის პირველ თვეს გაყიდვები უმნიშვნელო 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო იანვრიდან სექტემბრამდე – 10%-ით.
ელ-ქარებზე მოთხოვნა გაიზარდა ევროპაშიც და ზრდამ 4,2% შეადგინა.
ექსპერტთა შეფასებით, ეს ელექტრიფიცირებული მანქანებისთვის კარგი სიახლეა და ხანგრძლივ პერსპექტივაში ასეთი ტრანსპორტის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.