LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღიური ინფიცირების მაჩვენებელი იანვრის ბოლოსკენ, სადღაც 10 000-ს მიაღწევს: დევი ტაბიძე

125
დევი ტაბიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების მაჩვენებელი გაიზრდება. მისი თქმით, იანვრის ბოლოსკენ, ყოველდღიურად ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 10 000-ს მიაღწევს.

როგორც დევი ტაბიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ „ბუსტერ“ დოზების რაოდენობა გაიზარდოს.

„ველოდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ და ძალიან სწრაფ ზრდას. იანვრის ბოლოსკენ, ეს ციფრი სადღაც 10 000 მიაღწევს. ბოლო დღეებში, მოიმატა აცრების რაოდენობამ, უკვე გადაცდა 10 000-ს მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ბუსტერ დოზების გაკეთება უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ტარდება“, – აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g