დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვას 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა იოანე პეტრიწის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზად არასწორად დამონტაჟებულ წყლის გამათბობელი სახელდება.
ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.