LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი განხეთქილების ფონზე, რომეო და კრუზ ბექჰემება რძალი „დატროლეს”

452
page

ბოლო რამდენიმე კვირის ყველაზე აქტუალურ საკითხად, კვლავ ბექჰემების დიდი ოჯახის, დიდი განხეთქილება რჩება. ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში რომეოსა და კრუზის ინტერნეტკომუნიკაცია მოხვდა.

რამდენიმე დღის წინ რომეომ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რაზეც კრუზმა კომენტარი დაუწერა: „ძალიან ლამაზია, რომეო!“.

ზუსტად ამ სიტყვებით დააკომენტარა ნიკოლა პელტცმა ადრე, რომეოს ყოფილი შეყვარებულის, მიას რეგანის ფოტოები. მედიაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ სიტყვებით ძმებმა რძალი ,,დატროლეს”.

ცნობისთვის, ბრუკლინი უკვე რამდენიმე თვეა, რაც თავის ძმას არ ელაპარაკება. კონფლიქტის მიზეზი რომეოს ახალი მეგობარი გოგონა, კიმ ტერნბულია. ირკვევა, რომ წარსულში ბრუკლინი მას ხვდებოდა. შესაბამისად, ბრუკლინსა და ნიკოლას არ სურთ მათთან ერთად დროის გატარება და მაქსიმალურად ერიდებიან ოჯახურ თავშეყრებს.

„დევიდი ტელეფონზე საუბრისას ბრუკლინს ხშირად უყვირის“ – ახალი დეტალები ბექჰემების განხეთქილების შესახებ

ქალის გამო გაჩაღებული შუღლი ძმებს შორის – ცნობილია ბექჰემების ვაჟების დაპირისპირების მიზეზი

ახლა ყველაფერი გასაგებია! – ცნობილია ბექჰემების განხეთქილების მიზეზები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები