LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

123
შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი, ვერტმფრენიდან განახორციელეს.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი: „მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა – 150 ერთეული ტექნიკით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, რათა დარჩენილ 60 სოფელშიც შევიდეთ“

მათივე ცნობით, ვერტმფრენი საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და მოსახლეობისთვის პირველადი ნივთებისა და საკვების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ლევან ჟორჟოლიანი: „გურიაში ძირითადი გზების 80% გაწმენდილია, 29 000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, გაზმომარაგება კი – დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს“

„„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც დავალებები გაიცემა შტაბის შეხვედრებზე დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ვიბარებთ ანგარიშს.“

„მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და მოსახლეობის დახმარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“ – შსს

magti 5g