LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიეტოლოგმა ის პროდუქტები დაასახელა, რომლებიც 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ტონუსის შენარჩუნებაში დაეხმარება

43
34534

50 წლის ადამიანის ორგანიზმი გარკვეულ ცვილებებს განიცდის და ამ პროცესისთვის ხელის შეშლა ჯანსაღი საკვებითა და ფიზიკური აქტივობით ნამდვილად შესაძლებელია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენს ორგანიზმს შეგიძლიათ გაუკეთოთ არის ის, რომ ყოველდღიურად სწორი მენიუ შეადგინოთ და ამ გზით ვარჯიში თუ სხვა დამატებითი აქტივობები ბევრად ეფექტიანი გახადოთ.
ამერიკელმა დიეტოლოგმა ემი გუდსონმა იმ პროდუქტების სია შეადგინა, რომელიც 50 წლის შემდეგ თქვენს კუნთებს ტონუსის შენარჩუნებაში ძალიან დაეხმარება.

1. საკმარისი რაოდენობის ცილა
სწორი კვების აუცილებელი პირობაა საკმარისი რაოდენობის ცილების მიღება. ამიტომ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები არამხოლოდ სადილზე ან ვახშამზე, არამედ საუზმის და ხემსის დროსაც უნდა მიირთვათ.

2. მიირთვით ცილა ვარჯიშის შემდეგ
დიეტოლოგი ყველას ურჩევს, რომ ფიზიკური აქტივობის დასრულებიდან 45 წუთის შემდეგ 15-25 გრამი ცილა მიირთვან. ასეთი მენიუ კუნთების აღდგენას შეუწყობს ხელს.

3. ანტიოქსიდანტები
იმისათვის, რომ ორგანიზმი მუდმივად ტონუსში იყოს, გუდსონი რაციონში ანტიოქსიდანტების შემცველი პროდუქტების დამატებას თვლის საჭიროდ. შავი შოკოლადი, მოცვი, ჟოლო, ჭარხალი, ბროკოლი თუ მწვანე ჩაი – არჩევანი საკმაოდ დიდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები