LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

154
შსს

დიღომში, მშენებლობაზე, დენის დარტყმის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g