LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟანგიანი, მაგრამ უნიკალური: 1960 წლის Ford F-100 აუქციონზე გაიყიდება

111
1428x1428

ამერიკაში, ივნისის ბოლოს, აუქციონზე უჩვეულო პიკაპს – 1960 წლის Ford F-100-ს გაიტანენ, რომელიც კლასიკური ავტომობილების მოყვარულთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ავტომობილი Rat Rod-ის სტილშია შექმნილი და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთლიანად ჟანგით არის დაფარული, მისი ტექნიკური ნაწილი სრულად განახლებულია.

პიკაპის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მისი ძარა არასდროს აღუდგენიათ და დღემდე ინარჩუნებს ქარხნულ საღებავს, რომელიც 1960 წელს იყო დატანილი. სწორედ ეს ბუნებრივი სიძველე და ჟანგი აძლევს ავტომობილს უნიკალურ იერსახეს.

ავტომობილი აღჭურვილია Ford-ის 5,7 ლიტრიანი V8 ძრავითა და Tremec-ის ექვს საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. მიუხედავად იმისა, რომ ძრავის სიმძლავრე არ სახელდება, ცნობილია, რომ პიკაპი სრულიად ახალ შასიზეა აგებული და თანამედროვე სავალი ნაწილის კომპონენტებს იყენებს.

ინტერიერში დიზაინერებმა ისტორიული იერსახის შენარჩუნება გადაწყვიტეს. სალონში თითქმის ყველა ელემენტი ორიგინალურია, ხოლო თანამედროვე დეტალებიდან მხოლოდ ახალი ინსტრუმენტების პანელია დამატებული.

აუქციონის ორგანიზატორებს ავტომობილის სავარაუდო ფასი ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა მსგავსი უნიკალური პროექტები კოლექციონერების მხრიდან, როგორც წესი, დიდ ინტერესს იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები