პარიზის სასამართლომ მსახიობი ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „როიტერი” ავრცელებს. საუბარია 2021 წელს ფილმის გადაღებების დროს მიმდინარე პროცესებზე, როდესაც ორმა ქალმა მსახიობი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. დეპარდიეს მოსამართლე ტიერი დონარმა 18 თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დეპარდიეს ჩვენება უკიდურესად არადამაჯერებელი იყო. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თავად ბრალდებული, მისი დაცვის მხარე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
პოლიციამ სექსუალური ძალადობის საქმეზე ჟერარ დეპარდიე დააკავა