LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ დოკუმენტით ისინი ტოვებენ თამარ ჟვანიას და ტოვებენ მთლიანად ქოცების მიერ კონტროლირებულ საარჩევნო კომისიას: სააკაშვილი

90
მიხეილ სააკაშვილი

“ისინი დღევანდელი დოკუმენტით ტოვებენ თამარ ჟვანიას და ტოვებენ მთლიანად “ქოცების” მიერ კონტროლირებულ საარჩევნო კომისიას, ” – პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით წარდგენილ დოკუმენტს აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად, “ქართულმა ოცნებამ” აღიარა, რომ საქართველოში შეიძლება და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

მიხეილ სააკაშვილი ევროპელ პარტნიორებს მადლობას უხდის, შეთანხმების დოკუმენტს წინგადადგმულ დიდ ნაბიჯს უწოდებს, თუმცა ყურადღებას რამდენიმე პრობლემუს საკითხზე ამახვილებს:

“მე მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, რომ აქამდე მიიყვანეს საქმე და ეს თავისთავად არის წინგადადგმული დიდი ნაბიჯი. მაგრამ აქ არის რამდენიმე საკითხი – ჯერ ერთი, რატომ 43% და რატომ არა 50%. ვინ დაითვლის, ეს იქნება 50 %, 30% თუ  5%. ისინი დღევანდელი დოკუმენტით ტოვებენ თამარ ჟვანიას და ტოვებენ მთლიანად ქოცების მიერ კონტროლირებულ საარჩევნო კომისიას და 3 % რომ მიიღოს ოცნებამ, დაუთვლიან 43+1-ს.

მთავარი კითხვა, რომელიც მე მაქვს, როგორ ხდება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, პროკურატურის და სასამართლოს დაკომპლექტება?

არსებობს კარგად გამოცდილი უკრაინის პრაქტიკა, ევროპელების მიერ შემუშავებული, სადაც კანდიდატების შერჩევას ახდენს სამი წევრი დანიშნული ევროკავშირის მიერ, სამი მთავრობის, ხოლო სამი ოპოზიციის მიერ და სწორედ ასე უნდა შეირჩეს საქართველოშიც.” – განაცხადა საკაშვილმა.

მისი თქმით, თუ ასე მოხდება, მაშინ პოლიტიკური დევნის საშუალება ბევრად შემცირდება და ხმები დაითვლება პატიოსნად:

“თუ ასე არ მოხდება, ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ და რა სისტემა და კომპრომისიც უნდა მივიღოთ, ისინი მაინც წაიყვანენ ქვეყანას არეულობისა და ქაოსისკენ. ჩვენ გვინდა გამოსავლის პოვნა.” – თქვა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მედიატორის ჩართულობით გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებითი წინადადებები შესთავაზა. მის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g