LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი: „ჩვენი ბევრი მოკავშირე 8 მაისს „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ, 8 მაისს „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“ ვარქმევ“

152
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „ვეტერანების დღეს“ და „ევროპის გამარჯვების დღეს“ სახელწოდებები შეეცვლება – ტრამპის განცხადებით, „ვეტერანების დღეს“, რომელიც 11 ნოემბერს აღინიშნება, „პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე“ დაერქმევა, „ევროპის გამარჯვების დღეს“ კი, რომელიც 8 მაისს აღინიშნება, „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე“.

აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ში წერს და აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის აშშ-მა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სხვა ქვეყნებმა.

„ჩვენი ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს “გამარჯვების დღეს” აღნიშნავს, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მოპოვებაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. 8 მაისს „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“ ვარქმევ, ხოლო 11 ნოემბერს „პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს“. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ჩვენთან ახლოსაც არავინ იყო ძალით, სიმამაცით ან სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ არასდროს არაფერს ვზეიმობთ – ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს! ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნას“, – წერს დონალდ ტრამპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g