აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალასკაში იმყოფებიან. ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ.
თვითმფრინავებიდან გამოსვლის შემდეგ ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. აეროპორტში მათ ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცეს.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ შეხვედრა დაიწყება.