LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს

391
ტრამპი - ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.

„შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა.

ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.

ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ“ არ ჩამოსულა.

ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.

მედიასთან საუბრის ბოლოს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „ძალიან მადლობელი“ არ არის და ეს „დიდი სატელევიზიო მომენტი იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g