LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

DRI: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს

84
dri-1024x734

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) „ალტ-ინფოს“ გუნდის მიერ პარტიის ჩამოყალიბებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2021 წლის 20 ნოემბერს, „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე  გენერალურ მდივნად გიორგი ქარდავა, თავმჯდომარედ კი – ზურა მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოში შევიდნენ ირაკლი მარტინენკო და ირაკლი მორგოშია.

DRI-ის ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი დამფინანსებელია კონსტანტინე (კოკა) მორგოშია, ხოლო „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას წინ უძღოდა წინასაარჩევნოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს, კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც „ალტ-ინფოს“ მთელი საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის განხორციელების უფლება მისცა.

როგორც DRI აცხადებს, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.

მათივე ცნობით, ერთადერთი სანქცია, რომელიც „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ ამ დრომდე გამოიყენეს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მისი სამართალდამრღვევად ცნობა იყო, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემებში უხამსობის ტირაჟირებისა და უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. თუმცა, კანონდარღვევის გამო „ალტ-ინფო“ არ დაჯარიმებულა.

„დამფუძნებლებმა პარტიულ ყრილობაზე ღიად განაცხადეს „კონსერვატიული მოძრაობის“ პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ.ზურა მახარაძემ პარტიის მიზნებად საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნა დაასახელა. საგულისხმოა, რომ „ალტ-ინფოს“ სარედაქციო პოლიტიკა გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ძალადობის წამახალისებელი რიტორიკით.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის საბჭოს არაერთ ქვეყანაში, რომლებიც ითვალისწინებენ „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ უზრუნველმყოფ მექანიზმებს.

„დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად.“ უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებიც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს.

იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს,“ – აღნიშნულია DRI-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ გუნდმა პარტია გუშინ დააფუძნა.

„მზად ვართ რუსეთთან პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დავამყაროთ“

“ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი მოკავშირე იქნება: ომბუდსმენის მოადგილე “ალტ-ინფოს” მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაზე

ანა ნაცვლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g