LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში” – კობახიძე სააკაშვილზე

237
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი

„არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო არ არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი უწყებები.

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა ივანიშვილს ვუთხრა: შენ უკვე ყველა რეკორდი მოხსენი – გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ ბოლო პოლიტპატიმრები გაუშვეს, როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?“

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი ძალიან დიდი ხანია იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა:

„არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო არ არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს. იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ” – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები