მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ნიკოლოზობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს
ტაძრებში საღმთო ლიტურგია გაიმართება
პატრიარქი ქადაგებისას, დღევანდელ უმწვავეს პრობლემას, თვითმკვლელობას შეეხო და აღნიშნა, რომ კაცობრიობა გაჭირვებაშია.
„გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს – ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიის.
მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი”, – აღნიშნა ილია მეორემ.