LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან რთულია ადამიანების პოვნა, რომლებსაც სურვილი გააჩნიათ, იმუშაონ… მათ უნდათ, პირდაპირ მაღალანაზღაურებად სამსახურებზე დასაქმდნენ” – რა გამოწვევებია სარესტორნო ბიზნესში

198
რესტორნებ

“გამოწვევა პანდემიის შემდეგ ის არის, რომ ამდენი დახურული რესტორნის შედეგად, სფერომ დაკარგა კვალიფიციური მუშახელი, ისინი სხვა სფეროში გადავიდნენ ან დატოვეს ქვეყანა, ამიტომ რთულია ახალი ობიექტების გახსნა”, – ამბობს “ფორტუნასთან” საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, გამოწვევა ისაა, რომ ბიზნეს ოპერატორები ვერ ახერხებენ ახალი ობიექტების გახსნას, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ბიზნესს დღეს გარკვეულწილად გააჩნია.

“ძალიან რთულია ადამიანების პოვნა, რომლებსაც სურვილი გააჩნიათ, იმუშაონ, არაა საუბარი პროფესიონალ მუშახელზე. ამის მიზეზია სხვა სფეროში გადასული ადამიანები, რომლებიც სტაბილურად გრძნობენ ახლა თავს და არ უნდათ დაბრუნება, რადგან არასტაბილურად იყო სფერო აღქმული პანდემიის დროს. მეორე მიზეზი არის ქვეყნიდან გასული მუშახელი. კიდევ უფრო რთული პრობლემაა მენტალური პრობლემა. ადამიანები, რომლებიც ფინანსდებიან ემიგრანტებისგან და ეს თანხა საკმაოდ დიდია, უარს ამბობენ სამსახურებზე, რომლებიც არსებობს როგორ მათი პროფესიის შესაბამისად, ასევე უპროფესიო ადამიანებისთვისაც.

"თუ ადრე ე.წ. "ზურგჩანთიანი" ტურისტები გვსტუმრობდნენ, წელს საკმაოდ მხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადები გვყავდა" - როგორი წელი იყო 2022 სარესტორნო ბიზნესისთვის

"დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, საიდანაც ადრე არ იყო დიდი ინტერესი, ახლა ინტერესი გაძლიერდა გერმანიიდან, ავსტრიიდან".

ადამიანებს არ აქვთ სურვილი ასეთი სამსახურებით იყვნენ დაკავებული და მათი სურვილია, პირდაპირ მაღალანაზღაურებად სამსახურებზე დასაქმდნენ, იმის მიუხედავად, მათ შესაბამისი განათლება აქვთ თუ არა. ეს ზოგადად, მენტალური პრობლემაა და არაა მარტივად გადასაწყვეტი”, – ამბობს შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი პროფესიული სასწავლებლების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამა თუ იმ პროფესიის დაუფლება და ამ გზით თავის რჩენა, მსოფლიოში, საქართველოსგან განსხვავებით, საკმაოდ პოპულარულია.

“საქართველო, დაახლოებით, 55000-მდე კურსდამთავრებულს იღებს ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებლებში, პროფესიულ სასწავლებლებში არის 5000-მდე ადამიანი. ეს დისონანსი იმდენად დიდია, რომ თუ მინიმუმ ეს 50/50-ზე არ გახდება, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, ანუ ჩვენ ვიღებთ 55000 ადამიანს, რომლის დასაქმების შანსი არაა რეალურად და ჩვენ არ გვყავს ადამიანები, რომლებსაც პროფესიული განათლება უნდა ჰქონდეთ, რომ მოთხოვნად სამსახურებში დასაქმდნენ. სანამ ეს პრობლემა სახელმწიფო დონზე არ იქნება მოგვარებული, კერძო სექტორის ჩართულობით, მანამდე ამ პარადოქსზე ხშირად გვექნება საუბარი. ერთადერთი გამოსავალი იქნება ის, თუ შესაძლებლობას მივცემთ ადამიანებს არა მარტო უმაღლესი განათლება მიიღონ და ასე ირჩინონ თავი, არამედ პროფესიული განათლებაც მიიღონ, რომელიც ყველა ქვეყანაში მიღებულია“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე “ფორტუნასთან” საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g