LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა“ – ვახტანგ გომელაური

225
Untitled design

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „სამწუხაროს“ უწოდებს იმ შემთხვევას, რომელიც „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს გადახდა. აღნიშნული განცხადება შსს მინისტრმა პარლამენტში გააკეთა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ელისაშვილი: „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით, დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი“

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

ალეკო ელისაშვილზე განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მინისტრმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა.

„მინდა ორი სიტყვით ვთქვა ალეკო ელისაშვილზე, ძალიან სამწუხაროა ბატონი ალეკოს [შემთხვევა].. სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ მაცადოთ, კულტურა ან ზრდილობა იქონიოთ და მაცადოთ საუბარი. მე გისმენთ ხოლმე ყველას. გამოძიება დაიწყო, რა მოხდა გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით მიკერძოებული ხარო.. რომ გამოხვალთ მერე ისაუბრეთ თქვენ, გადავალ პირდაპირ ინტერპელაციის კითხვებზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g