LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძვირფასო რამზან, იცხოვრე და განაგრძე მტრების და მეგობრების გაოცება” – კანდელაკი კადიროვს დაბადების დღეს ულოცავს

61
BeFunky-collage (18)

ძვირფასო რამზან, იცხოვრე და განაგრძე მტრების და მეგობრების გაოცება, ძვირფასო მეგობარო, – ასე მიულოცა დაბადების დღე კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

“ძვირფასო რამზან, მეგობარო, კოლეგავ, მებრძოლო, პოლიტიკოსო, ლიდერო. როგორც არ უნდა საუბრობდნენ შენზე მეგობრები, ქვეშევრდომები, თაყვანისმცემლები, მტრები და უბრალოდ ინტერნეტის მომხმარებლები, შენი მთავარი ძალა სწორედ შენს მრავალფეროვნებაშია. არ გეშინია შენი თავი მოძებნო იქ, სადაც სხვები შენს ნახვას არც კი მოელიან.

გვაოცებს შენი შესაძლებლობა, ერთი სიტყვა თქვა იქ, სადაც სხვებს ათასი შეიძლება სჭირდებოდეთ. შენი იუმორი, ირონიული ხედვა მიმდინარე მოვლენებზე გულწრფელად აოცებს მათ, ვინც ამ კუთხით არ გიცნობს.

გისურვებ არ გაჩერდე უკვე მიღწეულ შედეგებზე. მჯერა, რომ კიდევ ბევრს მოვისმენთ შენს ახალ ღირსებებზე. ყველა მებრძოლი ოდესღაც ხდება ბრძენი და ფილოსოფოსი, ლიდერი, ვის სიტყვებსაც ქვებზე კვეთენ და წიგნის ფურცლებზე ეძებენ.

იცხოვრე და განაგრძე მტრების და მეგობრების გაოცება ძვირფასო მეგობარო!”, – წერს თინა კანდელაკი Telegram-ზე.

 

ამავე თემაზე:

ვიდეო: პუტინის სიტყვით გამოსვლის დროს კადიროვი ატირდა

კადიროვი 16, 15 და 14 წლის შვილებს უკრაინაში ომში აგზავნის – დადგა დრო, მათ თავი გამოიჩინონ

რამზან კადიროვის დედამ და მეუღლემ სეპარატისტული “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები