LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. სამშობიარო ტურიზმი: ტრამპი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემას ამკაცრებს

404
BeFunky-collage (4)

„სამშობიარო ტურიზმთან“ დაკავშირებული სიტუაცია უნდა შეიცვალოს“,- ამის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს. როგორც გამოცემა  Axios-ი  იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება ექნება ვიზის გაცემაზე უარი თქვას, თუ მიიჩნევს, რომ ტურისტის მიზანი ამერიკაში შვილის გაჩენა და ჩვილისთვის მოქალაქეობის მიღებაა.

კანონის თანახმად, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა გარანტირებული აქვთ. მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის ინფორმაციით, ყოველწლიურად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაბადებული ბავშვების რიცხვი 33 000 აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g