LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედ შირანმა ახალ მუსიკაზე მუშაობა დაადასტურა

142
EdSheeran-PopPeers-interview-news

ამ დღეებში, ედ შირანი ერთ-ერთ პოდკასტს სტუმრობდა, სადაც არაერთ თემასა და სამომავლო გეგმაზე ისაუბრა. არტისტის გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა იმ ამბის მოსმენა, რომლის თანახმად მათი კუმირი ახალ მუსიკაზე მუშაობს.

მაშინ, როცა 33 წლის მუსიკოსს, არიანა გრანდეს ახალი დისკის – Eternal Sunshine შეფასება სთხოვეს, ინგლისელმა მომღერალმა დაუფიქრებლად უპასუხა, რომ მასზე შეყვარებულია. შირანმა გრანდეს უახლესი რელიზის ფავორიტი სიმღერაც დაასახელა, რა დროსაც ახალ მუსიკაზე მუშაობა დაადასტურა. მან კომპოზიციას We Can’t Be Friends (Wait for Your Love) საოცარი უწოდა და თქვა, რომ ვინც ტრეკს პროდიუსინგი გაუწია, ამჟამად მასთან თანამშრომლობს.

შეგახსენებთ, რომ ედ შირანმა მათემატიკური დასახელების ალბომების გამოშვება, რომელიც 2011 წელს დაიწყო, 2023-ში დაასრულა. ამავე წელს მან ახალი დისკი – Autumn Variations გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები