LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ჩხეიძე: „ვინც წარუმატებელია, სხვა წარმატებული ადამიანი არ უყვარს. ალბათ, ამიტომ არ უნდა გააღიზიანო და ის შენი კარგად ყოფნა დამალო…“

240
ეკა ჩხეიძე

მსახიობი ეკა ჩხეიძე პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ადამიანების გადაფასებაც ხომ არ ხდება.

ეკა ჩხეიძე:

„რა თქმა უნდა, ვცდილობ, არ დავკარგო ადამიანი და დისტანცია შევინარჩუნო, აღარ ვენდო. ხანდახან ისეთ ელემენტარულ რაღაცებზე „იყიდება“ ხოლმე ძალიან ახლობელი ადამიანი, რომ არ ელოდები. როცა ახლობელ ადამიანში ხედავ შურს და ბოღმას, საწყენია. ალბათ, ეს შეუმდგარ ადამიანებს ახასიათებს და რაღაცის კომპლექსებიდან გამომდინარეა. ჩვენს საზოგადოებას ვაკვირდები და სხვისი კარგი არ უხარია, ამიტომ ვცდილობ, ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი რომ ხდება, გარკვეულ ახლობელ ადამიანებს არც ვუთხრა და დავმალო. ბედნიერი და შემდგარი ადამიანი სხვას არასოდეს უყურებს შურის თვალით, არ აკრიტიკებს და არც ბოღმით ივსება. ვისაც შენი კარგად ყოფნა უხარია, თავადაც კარგადაა. ხოლო, ვინც წარუმატებელია, სხვა წარმატებული ადამიანი არ უყვარს. ალბათ, ამიტომ არ უნდა გააღიზიანო და ის შენი კარგად ყოფნა დამალო. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა, დეპრესიული ფონია, უიმედოდ არიან, პრობლემებში. პერსპექტივაში ვერ ხედავენ კარგს და სხვის ბედნიერებაზე ამიტომ არ ხარობენ. ესეც მესმის. ბოლო პერიოდია, ვცდილობ, არაფერი ვთქვა, იმიტომ რომ სხვა არ გავაღიზიანო. გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახის წევრები მყავს. მყავს ისეთი შვილები, როგორიც მინდოდა, მყოლოდა, საუკეთესო დედა, ქმარი…

მჯერა, რომ მყავს ძლიერი მფარველი ანგელოზი, რომელმაც ბევრ ცუდ რამეს ამაცილა, დამიცვა. ბევრჯერ ამარიდა იმ ადამიანებს, სიტუაციას და მოვლენას, სადაც საფრთხე მელოდა. განსაცდელი და სანერვიულო ყველას გვაქვს, ისე ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ, დეპრესიაში არ ჩავვარდეთ, პესიმიზმმა არ მოგვიცვას და ის კარგიც დავინახოთ. ყველას ვურჩევ, სხვისი ბედნიერებით იხაროს, გულწრფელად მიულოცოს სხვას წარმატება და თავადაც ბედნიერი და წარმატებული იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g