ელენე ფოჩხუამ კულინარია მამიდისგან ისწავლა და ჟურნალ „სარკესთან“ (10 აპრილის ნომერი) აღნიშნავს, რომ მამიდა სულ ეუბნებოდა, რომ მისთვის ეყურებინა და ასე ესწავლა მომზადება. პასკის რეცეპტიც მისგან იცის:
„ახლა რომ მკითხოთ პასკის რეცეპტი, ვერ გეტყვით. მე ვამზადებ მამიდაჩემის რეცეპტით. ყოველ წელს, აღდგომის წინა დღეს ვრეკავ და რეცეპტს ვეკითხები. არასდროს ვიწერ და არც მამახსოვრდება. გამოვაცხობ გემრიელ პასკებს და შემდეგ ისევ ყველაფერი მავიწყდება…
მიყვარს აღდგომის დღესასწაულის მოახლოება და ეს სამზადისი. ამ დროს ყოველთვის ზუგდიდში ჩავდივარ ხოლმე და ჩამაქვს ჩემი გამომცხვარი, მინიმუმ 30 პასკა…“
ელენე ფოჩხუა: „დღეს გიოს დღეა! სანამ ცოცხალი ვარ სულ ესე ვიტყვი გიოს გაუმარჯოს!“
ელენე ფოჩხუა: „ყოველდღე ისე უნდა გამოიყურებოდე, თითქოს მილიონზე ლარი მაკლია…“