LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენით აღუწერელი ტკივილია“ – კრისი ტაიგენს და ჯონ ლეჯენდს შვილი დაეღუპათ

4859
safe-image

ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 34 წლის მოდელმა, კრისი ტაიგენმა და 41 წლის არტისტმა, ჯონ ლეჯენდმა ბავშვი დაკარგეს. კრისი ორსულების 24-ე კვირაზე კლინიკაში ძლიერი სისხლდენით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კრისიმ გაავრცელა და სოციალურ ქსელში სამშობიარო ბლოკში, გარდაცვლილ ახალშობილთან გადაღებული სულისშემძვრელი ფოტოები გაავრცელა.

„ენით აღუწერელი ტკივილია, ეს არის ტკივლი, რომელიც ჩვენ ჯერ არასდროს განგვიცდია “, – დაწერა ტაიგენმა. გარდაცვლილ ვაჟს წყვილმა ჯეკი დაარქვა.

ცნობისთვის,  აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ჯონ ლეჯენდი და კრისი ტაიგენი მესამე შვილს ელოდნენ, ამის შესახებ წყვილმა ინფორმაცია კლიპის საშუალებით გაავრცელა. სულ ცოტა ხნის წინ კი ჯონ ლეჯენდმა გამოცემა  Cosmopolitan-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მეუღლის ორსულობასა და მამობაზე ისაუბრა. ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ კრისი ტაიგენმა ორივე შვილი ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით გააჩინა.  მესამე ორსულობა კი სრულიად ბუნებრივი გზით მოხდა.  „ჩვენ გავოცდით, როდესაც ბავშვი ბუნებრივი გზით ჩაისახა“,– არტისტმა. შეგახსენებთ, წყვილს ორი შვილი, გოგონა და ბიჭი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები