ნატოს წევრმა ქვეყნებმა „მწვანე შუქი“ მიიღეს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CBS News-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მწვანე შუქი“ აქვთ. ჩვენს პოლონელს მეგობრებს ახლა იმაზე ვესაუბრებით თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტენ საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინელებს გადასცენ“, – განაცხადა ბლინკენმა.
