ზრდასრული ადამიანი მუსიკის მოსმენას კვირაში საშუალოდ 10 საათს უთმობს – მთავარი მიზეზი კი ხშირად ცუდი განწყობისგან გათავისუფლების სურვილია. ევროპელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 6 000 ადამიანს მოიცავდა, აჩვენა, რომ რესპონდენტთა 27%-ისთვის მუსიკა პანდემიის გადატანის მთავარ მეთოდად იქცა.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ კარგ განწყობას კონკრეტული სიმღერების დახმარებით ინარჩუნებდა, 44% კი ფლეილისტებს განწყობის მიხედვით ქმნიდა. ცდისპირთა 54% აქვს სიმღერები, რომელიც მოგონებებს უღვიძებს. გამოკითხულთაგან ყოველი მეექვსე ადამიანი კი ამა თუ იმ სიმღერას უსმენდა, რათა პანდემიის დროს სხვა ადამიანებთან ეგრძნო კავშირი.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პანდემიამ მსმენელთა 13%-ს მეტი მუსიკალური ექსპერიმენტის ჩატარებისკენ უბიძგა. მსმენელები დაიბრუნა რადიომაც და პანდემიის დროს ყოველი 10 რესპონდენტიდან 1 რადიოს ირჩევდა.