LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთად სიცოცხლის ბოლომდე“ – მოწიფულ ასაკში ნაპოვნი სიყვარული – 59 წლის მონიკა ბელუჩი და 65 წლის ტიმ ბარტონი წითელ ხალიჩაზე ერთად პირველად გამოჩნდნენ

278
page

მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი წითელ ხალიჩაზე ერთად პირველად გამოჩნდნენ. ეს მოხდა რომში კინოფესტივალის დღეს, როცა ბელუჩის ახალი ფილმის, Diabolik chi sei? პრემიერა შედგა.

59 წლის მონიკა და 65 წლის ტიმი ხელიხელჩაკიდებული მიაბიჯებდნენ და ფოტოგრაფების ობიექტივში თამამად პოზირებდნენ. ამ დღეს მონიკას გრძელი ნაცრისფერი კაბა ეცვა, ტიმი კი შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

„ერთად სიცოცხლის ბოლომდე“, „მოწიფულ ასაკში ნაპოვნი სიყვარული“, „საუცხოო წყვილი“, – წერენ კომენტარებში.

ტიმ ბარტონმა მონიკა ბელუჩს, პაემანზე წასაყვანად, სახლთან მიაკითხა – ისე, როგორც ფილმებში

ცნობისთვის, მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი უკვე თითქმის ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან. მსახიობი და  რეჟისორი ერთად არაერთხელ გადაიღეს.

„რა შემიძლია გითხრათ, ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს შევხვდი, ასეთი შეხვედრები ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება. მე ვიცნობ ამ ადამიანს… მე მიყვარს ეს ადამიანი. და აი, მე ახლა მასთან მივდივარ. ახალი თავგადასავლები იწყება…“, – აცხადებს ბელუჩი.

„ტიმ ბარტონი მიყვარს… ახალი თავგადასავლები იწყება“ – 58 წლის მონიკა ბელუჩი 64 წლის რეჟისორზე აღტაცებით საუბრობს და მასთან რომანს ადასტურებს

59 წლის მონიკა ბელუჩის სასწაულებრივი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე – რა ღირს მონიკას „ლუქი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები