LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წუთითაც არ დაიჯეროთ, რომ კესო ვინმეს აშანტაჟებდა.. ყოველდღიურად უწევდა მტკიცება, რომ ბექა უყვარდა.. შარშან მეგობრებს ვიდეოკოლაჟი გაგვაკეთებინა ბექასთვის.. კესოს მისი მკვლელი ძალიან უყვარდა. ბექასაც უყვარდა.. რომ გეკითხათ..“ – რაზე წერს თამუნა მუსერიძე

2830
მუსერიძე

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძესთან მიმოწერის დეტალებზე ჰყვება და წერს, როგორ უყვარდა მას ბექა.

„ერთი წუთითაც არ დაიჯეროთ, რომ კესო ვინმეს აშანტაჟებდა. პირიქით, აქეთ იყო მუდმივად შანტაჟის ობიექტი. არც ის დაიჯეროთ, თითქოს რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონიათ. ბექა მას მუდმივად ავიწროებდა, სახლიდან არ უშვებდა, აკონტროლებდა, უკონტროლებდა ზარებს, ესემესებს.

კესო ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ მტკიცების პოზიციაში იყო. ყოველდღიურად უწევდა იმის მტკიცება, რომ ბექა უყვარდა.

შარშან მეგობრებს დაგვირეკა, ვიდეოკოლაჟი გაგვაკეთებინა და მას გაუგზავნა. კესოსაც ისე უნდოდა ოჯახის შექმნა, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს სურს. კესოსაც ისე უნდოდა ოჯახური რუტინის შეგრძნება, როგორც თითოეულ ჩვენგანს.

კესო არაჩვეულებრივი მეგობარი, მესაიდუმლე, უთბილესი, უკეთილესი, საოცარი იუმორის მქონე გოგო იყო. კესოს მისი მკვლელი ძალიან უყვარდა. ბექასაც უყვარდა.. რომ გეკითხათ.. “, – წერს თამუნა მუსერიძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები