LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ხელისუფლების დაყვავების პოლიტიკის შედეგი, თვალწინ მიდგას განმუხურის ცნობილი კადრები.. მძიმე მდგომარეობაში გვამყოფებს ხელისუფლება“ – სოფო ჯაფარიძე 

161
Untitled design (14)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სოფო ჯაფარიძე სოფელ კირბალში, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

„რუსმა ოკუპანტებმა 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი მოკლეს.

სწორედ ეს არის ხელისუფლების დაყვავების პოლიტიკის შედეგი, თვალწინ მიდგას განმუხურის ცნობილი კადრები – ხომ წარმოგიდგენიათ რა ძვირი დაუჯდებოდა რუს სამხედროებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა?

ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვამყოფებს ჩვენი ხელისუფლება.

მინდა, მოვუწოდო დიპლომატიურ კორპუსს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ მოხდეს რაც შეიძლება მყისიერი რეაგირება, რადგან დღეს ქართველები ვართ სრულიად დაუცველები ამ უსუსური ხელისუფლების ხელში,“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან? ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება.. ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან“ – თინა ბოკუჩავა

„როდესაც პრაგმატულ პოლიტიკას ტაშს უკრავს „ქართული ოცნება“, ჩვენი მოქალაქეები იღუპებიან“ – თეონა აქუბარდია სოფელ კირბალში მომხდარზე

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა“ – სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლეობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

magti 5g