„დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციისთვის საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება შერჩეული. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, მიიღო თუ არა მან ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შეთავაზება, თუმცა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი დისკრეცია. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევას მოემსახურება.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა, მისი დისკრეცია, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება მოემსახურება ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორში კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევას.
მან თქვა, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები და ეს ასეც იქნება. ახალი კანდიდატურა პოლიტიკური კონსულტაციებით შეირჩევა. ეს გადაწყვეტილებაც არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციისთვის საუკეთესო და ყველაზე კომპეტენტური იქნება შერჩეული. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ექნება გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერა.
რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, მეც მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველა კარგი საქმისთვის, რომლის გაკეთებაც ამ წლების განმავლობაში შეძლო. დარწმუნებული ვარ, პრემიერ- მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის და სოციალურ სექტორში უფრო მეტი პროგრესის მიღწევას ემსახურება.
გავიმეორებ, მინდა მეც მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გააკეთა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო.
მინისტრობის ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, ვინაიდან ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. ის არის ადამიანი, ვინც კონსულტაციებს წარმართავს და საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას წარუდგენს. ამაზე მეტს ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით“. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.