LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იყო მაქსიმუმის მაქსიმუმი, რაც შეეძლოთ მოეცათ… ახლა, ბურთი ჩვენს მოედანზეა” – როდის წარადგენს ევროკომისია ახალ ანგარიშს საქართველოს შესახებ?

114
ვანო ჩხიკვაძე

ახლა ბურთი ჩვენს მოედანზეა, რაც უფრო მალე შევასრულებთ ევროკომისიის რეკომენდაციებს, მით უფრო მალე მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი – ასე ეხმიანება ევროკომისიის დღევანდელ დასკვნას ვანო ჩხიკვაძე, “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.

ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს – “წევრობის საკითხს პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“

როგორც იგი “ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნავს, საქართველოსთვის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულიად მოსალოდნელი იყო, მით უფრო იმ ვითარებისა და პრობლემების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რა დამოკიდებულებაც აქვს ამ ყველაფერთან ევროკავშირის ქვეყნებს.

“ვფიქრობ, ეს იყო მაქსიმუმის მაქსიმუმი, რაც ჩვენი რეალობის გათვალისწინებით შეეძლოთ მოეცათ” – ამბობს ჩხიკვაძე, რომლის განმარტებითაც ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება, ნიშნავს, რომ “საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა სამომავლოდ და მან ამისთვის პირველ ეტაპზე 12 პირობა უნდა შეასრულოს.

დათქმების მიხედვით, ქვეყანამ უნდა შეძლოს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება და მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და ა.შ. და ანუ ეს არის  კანდიდატის სტატუსის მისანიჭებელი წინაპირობები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია და რაც უფრო მალე მივაღწევთ პროგრესს, მით უფრო მალე შევძლებთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლას.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ევროკომისიის განცხადებით, საქართველოში აღნიშნული პირობების შესრულებას ის მონიტორინგს გაუწევს და ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის წარადგენს, შესაბამისად, ქმედითი  ნაბიჯების გადასადგმელად დრო წლის ბოლომდე გვაქვს.

ახლა, ბურთი არის ჩვენს მოედანზე, ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია  – ცხადია შეგვიძლია მანამდეც შევასრულოთ ეს ყველაფერი , მაგრამ ისიც შესაძლებელია რომ თუ ვერ შევასრულეთ, განაგრძოს კომისიამ  მონიტორინგი 2023-შიც და სამომავლოდაც მანამ, სანამ ეს 12 პირობა არ შესრულდება, თუმცა თუ გვიან შევასრულებთ ამ პირობებს, ცხადია ევროინტეგრაციის პროცესი შენელდება, რაც ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის დიდი დარტყმაა.” – განაცხადა ფორტუნასთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძემ.

დეოლიგარქიზაცია, კორუფცია, პოლარიზაცია -12 პირობა, რომლის შესრულებაც ევროკომისიამ საქართველოს მოსთხოვა 

კობახიძე: მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი

 

 

magti 5g