LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ხომ ყველა ქალის დამცირებაა!“ – ბიანკა სენსორი „ქალი-ავეჯის“ ახალ, შოკისმომგვრელ ფოტოებს ავრცელებს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა

1060
page

კანიე უესტის მეუღლე, 30 წლის ბიანკა სენსორი, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა სამხრეთ კორეაში წარმოდგენილი თავისი ახალი არტ-გამოფენის გამო. მისი დიდი ხნის განმავლობაში დაანონსებული პროექტი, BIO POP საზოგადოებამ „შემაშფოთებლად“ და „ქალების დამამცირებლად“ შეაფასა.

გამოფენაში წარმოდგენილია ქალები, რომლებიც სხვადასხვა პროვოკაციულ პოზაში არიან განთავსებული. ექსპოზიცია მოიცავს „ცოცხალ ავეჯს“, რომელიც თავად სენსორის მიერ არის შექმნილი, ასევე ნიღბიან ფიგურებს, რომლებიც თავად ავტორის ორეულებს ჰგვანან.

სენსორიმ გამოფენიდან რამდენიმე ფოტო „ინსტაგრამზე“ გააზიარა. ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ნამუშევრად იქცა სკამი, რომელიც მუხლებზე მდგომი ქალის სხეულისგან არის კონსტრუირებული.

„რატომ უჭერენ ამას ადამიანები მხარს?“,„თუ ქალები სექსუალურ ობიექტებად არიან წარმოჩენილი, მოდი, კაცებიც ვაქციოთ ობიექტებად“, „ეს ხელოვნებაა?“, „ეს ხომ ყველა ქალის დამცირებაა!“, – არ წყდება კომენტარები.

მიუხედავად მწვავე რეაქციებისა, BIO POP მხოლოდ დასაწყისია. ბიანკა აცხადებს, რომ ეს პროექტი პირველი თავია იმ პერფორმანსების სერიაში, რომელთა წარდგენასაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გეგმავს.

კანიე უესტის მეუღლის უცნაური პერფორმანსი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

„რეზინის ბურთში დამწყვდევის შემდეგ, სუფთა ჰაერზე გამოიყვანა“ – ბიანკა სენსორი და კანიე უესტი კინოთეატრში მიემართებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები