LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მინიშნებებია, იხმობს“ – ჯეი ლოს ყოფილი ქმარი ფოტოებს ავრცელებს

247
page

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის განქორწინების შემდეგ, მედია ჯეი ლოს წარსული სასიყვარულო კავშირებით ორმაგადაა დაინტერესებული. არტისტისა და მსახიობის პირველი მეუღლე, ოხანი ნოა კი მედიას ინტერესის შესანიშნავ საბაბს აძლევს. ნოა ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში აშკარად გააქტიურებულია.

ამჯერად ის აუზთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, რომელშიც წელს ზემოთ შიშველი პოზირებს. ფოტოების გავრცელების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.

„ისევ ჯეი ლოს მოლოდინში“, „ეს მინიშნებებია, ჯეი ლოს იხმობს“, „ბევრად სიმპათიურია ვიდრე წლების წინ“, „კარგი წყვილი იყო“, „ჯეი ლოს ყოფილ პარტნიორებთან დაბრუნება მოსწონს“, ეს კარგი კანდიდატურაა“, „ნახეთ როგორ პოზირებს“.

„ჯეი ლოს ელოდა ამდენი წელი“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმარი, ოხანი ნოა გააქტიურდა

სხვათა შორის, ოხანი ჯეი ლოს პარტნიორებიდან ერთადერთია იყო, ვინც ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის დაქორწინების ამბავს ვრცელი და საკმაოდ სკანდალური ინტერვიუთი გამოეხმაურა.

„მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული, მათი ქორწინება დიდხანს არ გასტანს“, – განაცხადა ნოამ.

„მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული, მათი ქორწინება დიდ ხანს არ გასტანს“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმრის სკანდალური ინტერვიუ

შეგახსენებთ, ლოპესმა  და ოხანი ნოამ 1996 წელს, მაიამიში მდებარე რესტორანში გაიცნეს ერთმანეთი. მაშინ ჯეი ლო დამწყები მომღერალი იყო და პარალელურად მიმტანად მუშაობდა. გაცნობიდან ერთ წელში ისინი დაქორწინდნენ, თუმცა, ერთმანეთს მალევე, 11 თვეში დაშორდნენ. მას შემდეგ ნოა აღარ დაქორწინებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები