საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ კადრებს ეხმაურება.
“არაფერი რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ არის პოლიტიკური. დღევანდელი რეალობა სრულიად დაცლილია ყველაფრისგან რასაც ჩაუვლია პოლიტიკის, მართლმსაჯულების, დანაშაულის, კანონის გვერდით.
გაიგეთ, რომ ვერაფერი, აბსოლუტურად ვერაფერი რაც არ უნდა გაიხსენოთ მისი მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს, ვერ ხსნის, ვერ შველის ამ უბედურებას
– რაშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებთ, და
– რასაც ამ საჯაროდ დემონსტრირებული სისასტიკისა და სიმხეცის ჩვენებით უკეთებთ დანარჩენ საზოგადოებას.
ყველაფერი, რასაც დღეს გვაყურებინებთ და განგვაცდევინებთ, მათ შორის ის უდიდესი უძლურების დროებითი განცდა რომელიც საზოგადოებას აქვს – უყურებს სისასტიკის და დაცინვის უპრეცედენტო მაგალითებს და ვერაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად – აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ და თქვენ კი არ მებრალებით ახლა, ეს ქვეყანა, ხალხი, ამის შემხედვარე ახალგაზრდები მენანებიან, ამ ტრამვით რომ იზრდებიან, ამ ტრაგედიის მონაწილეები რომ ხდებიან და ამ ბოროტების წრის გარღვევის შანსიც რომ არ ჩანს.
ხოლო ის ბუმერანგი ხელში ზუსტად იმათ ეჭირებათ დღეს ამ ბოროტების წახალისებას, ტაშის კვრას და “ფეისბუკ” ბანერების დამზადება-გავრცელებას რომ ავალებთ”, – წერს თინა ხიდაშელი.
ნევროლოგი: თუ მიხეილ სააკაშვილი წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვემოთ ჩამოვა, მოკვდება
დავით არახამიამ გადმომცა ფოტოები.. სურვილი მექნებოდა, რომ ნახოთ, როგორ გამოიყურება: ზელენსკი
