ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას იმ ადამიანების შესახებ უყვება, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სოციალურად დაუცველ ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც აკა სოციალურ ქსელში წერს, 68 დღის განმავლობაში 80 000 ლარი შეგროვდა და ხუთი ათას ადამიანს დაურიგდა საკვები პროდუქტები.
“საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე, ზუსტად 68 დღის განმავლობაში გაუჩერებლად და ყოველ დღეს და ზოგჯერ ღამეს ვარიგებდით საჭმელს მარტოხელა, მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სადაც მართლა ყველამ ერთად გადავარჩინეთ შიმშილს ბავშვები და მოხუცები ❤️
სულ მთლიანად მოვაგროვეთ 80 000 ლარზე მეტი. ამ ფულით 1200-ზე მეტ მისამართზე დაახლოებით 5 000 ადამიანთან მივიტანეთ ერთი თვის სამყოფი საკვები პროდუქტები, გადავიხადეთ გადასახადები, ვიყიდეთ აუცილებელი წამლები ავადმყოფი ბავშვებისთვის, მივეხმარეთ ყველას, როგორც შევძელით, ყველაფრის სია და ხარჯები გვაქვს ❤️
ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაუსვენებლად , მთელი გულით და უანგაროდ აკეთეს ეს ყველაფერი და ასობით ბავშვი გადაარჩინეს შიმშილს. დილის ექვსი საათიდან, საბითუმო ბაზრის გახსნიდან საღამოს ბოლო მისამართამდე მთელ ენერგიას დებდნენ და საქმეც დიდი გაუკეთეს თავის ქვეყანას ❤️ –
ნაღდი ტერმინატორი Irakli Tskhakaia,, რომელმაც მარტო თვითონ 320 მისამართზე, 1000ზე მეტ ადამიანთან მიიტანა საკვები ❤️ Vano Mgebrishvili და Levan Goginashvili ორი ჩემი ძმა, რომლებიც სულ მზად არიან ყველანაირი საქმისთვის ❤️ Aleksandre – გლდანი – ნაძალადევის ექსპერტი, რომელიც შეუცდომლად აგნებს ყველა მისამართს ))) ❤️
გოგოებზე და ქალებზე ვერცერთნაირ საუბარს ვეღარ მოვისმენ, სადაც მათ სისუსტეზე დაიწყებენ ლაპარაკს, იმიტომ, რომ ჩვენზე მეტი საქმე გააკეთეს დაუღლელად ❤️ გოგო-ტერმინატორი Marika Kopaliani, რომელიც 4 წელია გვეხმარება და ტომრების დატვირთვის შემდეგაც კი დაღლილს ვერასდროს ნახავთ ❤️ ნანა აზიზიანი და თორნიკე ერთად ❤️ ყველა შორ და ძნელ მისამართზე ნანამ მიიტანა საკვები და მთელი დღე და ღამე შეუძლია დაუსვენებლად იაროს მისამართებზე დატვირთული მანქანით.Katerina Kopaliani – ეკა კალაშნიკოვი, ერთი მანქანა საჭმელის პარკებში გადანაწილება შეუძლია ერთ დღეში და ყველა მისამართზე წასვლა, რამდენიც უწერია ფურცელზე ❤️ ყოვლისშემძლე Ana Siradze სიების, სატელეფონო ზარების, გადანაწილების და მისამართების განმკარგავი, მართლა ყველაფერი შეუძლია ❤️ნანუკა გელაშვილი რომელიც ყველაზე ძნელ დროებში დაგვეხმარა მთელი გულით ❤️ Nini Kviraia აიიი ჩვენზე ყველაზე ხალისიანი და დაუზარელი, პარალელურად ინფექციურის ექიმები დაჰყავდა უსასყიდლოდ სახლიდან სამსახურში მთელი ეს დრო ❤️ Sophie Voight – კლინიკაში მუშაობს და ყველა დასვენების დღეს ჩვენთან ერთად არიგებს საჭმელს ❤️ და ანა დაუშვილი ადამიანი, რომელმაც უძნელესი და უდიდესი საქმე გააკეთა ❤️არცერთი ადამიანი არ დატოვა უპასუხოდ და ჩემს ნაცვლად ელაპარაკა ყველა ადამიანს ვისაც დახმარება სჭირდება ❤️
მადლობა ჩემგან და ადამიანებისაგან, ვისაც მართლა მთელი გულით დაუდექით გვერდით ❤️
მადლობა თქვენ ყველას, ვინც რითიც შეძელით, იმით დაგვეხმარეთ ❤️
სულ ცოტა ხნით დავისვენებთ და ისევ თავიდან ვეცდებით ყველაფერს, ჯერ მძიმე დღეები დგას ქვეყანაში
გენაცვალოთ ჩემი თავი ყველას სათითაოდ. არც კი იცით რამხელა ბედნიერება, სიხარული და იმედი შეიტანეთ ამდენ სახლში ❤️
გილოცავთ საგანგებო მდგომარეობის დამთავრებას, იქნებ დროზე მოგვშორდეს ეს უბედურება და განათდეს და გაბრჭყვიალდეს ყველაფერი,”- წერს აკა სინჯიკაშვილი.
