LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მოიგონეს ავტობუსის გაჩერება, რომელიც მგზავრებს გააგრილებს

129
da de autobus

ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, რომელიც სიცხეში მგზავრებს გააგრილებს. საინტერესო სიახლეს sur in English ავრცელებს.

გაჩერების შიდა სივრცეში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსით ნაკლები იქნება, ვიდრე ქუჩაში. სიგრილეს უზრუნველყოფს სითბური გამოსხივება, რომელიც ელექტრო მაგნიტური ტალღების დახმარებით წარმოიქმნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გაგრილების პროცესი ზუსტად ისე იმუშავებს როგორც მაცივარი და არა როგორც კონდიციონერი.

გაჩერების ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტროენერგიას მზის პანელებისგან მიიღებენ. გაჩერებას ექნება ასევე გადამცემები, რომელიც გაგრილების მექანიზმს მხოლოდ მაშინ ჩართავს, როცა შიგნით ადამიანი იქნება.

„გამაგრილებელი“ გაჩერების პროტოტიპს სევილიაში 2024 წლისთვის დაამონტაჟებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები