ესტონეთმა უცხოელი ვიზიტორებისთვის ყველა ანტიკოვიდური რეგულაცია გააუქმა. შესაბამისი ინფორმაცია ევროპული ქვეყნის სამთავრობო საიტზე გამოქვეყნდა.
მესამე ქვეყნებიდან მომავალი მოგზაურები თავისუფლდებიან ვაქცინაციის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულებისგან, ასევე მათ აღარ მოუწევთ პსრ-ტესტის გაკეთებაც.
აღსანიშნავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მთელს მსოფლიოში Covid-19-ის გავრცელების ტემპების შემცირების ფონზე მიიღო. მთავრობაში ისიც კი დააზუსტეს, რომ ქვეყანაში ინფიცირებული მოქალაქეების შესვლა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე გავლენას ვეღარ იქონიებს.