LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქვეყანაში შემიძლია მოგზაურობა? ტურისტული შეზღუდვების სია

72
1100x619-cmsv2-049a050b-0539-5826-b2e8-2ff0d3e9ec63-5256752

ევროპული ქვეყნების უმრავლესობას მოგზაურებისთვის მთელი რიგი რეგულაციები აქვს დაწესებული, რათა Covid-19-ის გავრცელებას ხელი მაქსიმალურად შეუშალოს.

ბოლო პერიოდში შემოღებული ყველაზე მთავარი ცვლილებები:

• 1-ლი დეკემბრიდან ესპანეთში მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მოგზაურები შეძლებენ შესვლას.
• შვეიცარიამ ევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის წესები გაამკაცრა.
• დიდ ბრიტანეთში ჩასულებს, ორი დღის ვადაში პსრ-ტესტის გაკეთება მოუწევთ და სანამ უარყოფით პასუხს არ მიიღებენ საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყვნენ.
• კორონავირუსის ახალი შტამის გამო ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული ტურისტებისთვის საზღვრები ჩაკეტა.
• ავსტრიაში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტებისთვის ქვეყანაში მოხვედრა შეუძლებელია.
• გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც შეზღუდვებიც გაამკაცრეს.
• პორტუგალიაში 1-ლი დეკემბრიდან ტესტირების მოთხოვნა იცვლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები