LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FDA-მ ახალი გასახდომი აბები დაამტკიცა – მათი მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება

314
ქირიას NEWS შაბლონი (1)

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ – U.S. Food and Drug Administration დაამტკიცა ახალი თაობის გასახდომი პრეპარატი orforglipron, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის წონის კლების მედიკამენტების ბაზარს. სიახლის შესახებ People წერს.

პრეპარატი ფარმაცევტულმა გიგანტმა Eli Lilly-მა შეიმუშავა და ის მიეკუთვნება GLP-1 კლასის მედიკამენტებს, რომლებიც ორგანიზმში მადასა და დანაყრების შეგრძნებას არეგულირებენ. მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ახალი პრეპარატი ტაბლეტის ფორმით მიიღება და მისი გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებისგან დამოუკიდებლად – რაც აქამდე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

კლინიკური კვლევების მიხედვით, პრეპარატმა მომხმარებლებს სხეულის მასის დაახლოებით 10-12%-ის დაკლება შეაძლებინა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ორალურ ალტერნატივად აქცევს.

ახალი პრეპარატის დამტკიცება კიდევ უფრო ამწვავებს კონკურენციას, სადაც უკვე დომინირებენ ისეთი მედიკამენტები, მაგალითად როგორიცაა Wegovy. ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი პრეპარატების გლობალური ბაზარი შესაძლოა მომავალ წლებში ათეულობით მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, ხოლო ახალი აბის გაყიდვები 2026 წელს მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

ექსპერტები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს კომფორტსა და ხელმისაწვდომობას – ინექციებისგან განსხვავებით, ტაბლეტები მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გამოსაყენებელია, რაც  მოთხოვნას ძალიან ზრდის.

პრეპარატის ფასი დამოკიდებულია დოზასა და დაზღვევაზე, თუმცა საშუალოდ თვეში $149-$349 მერყეობს, ხოლო დაზღვევის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

როგორც სხვა GLP-1 პრეპარატებს, ამ მედიკამენტსაც აქვს გვერდითი ეფექტები – ძირითადად კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა და დისკომფორტი. ასევე აღინიშნება უფრო იშვიათი, მაგრამ სერიოზული რისკებიც, რის გამოც მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის ზედამხედველობითაა რეკომენდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები