LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფინანსურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შევინარჩუნეთ, თუმცა, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია“ – ნათია თურნავა

168
ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8 პროცენტზე ტოვებს

ნათია თურნავას თქმით, ფინანსურ ბაზრებზე რყევები მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, რამაც ინფლაციური მოლოდინების გარკვეული გაუარესება გამოიწვია:

„აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, რვა პროცენტზე შევინარჩუნეთ. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია. ეს ეხება ყველა შემადგენელ ნაწილს, დაწყებული დაბალი ინფლაციითა და ეკონომიკური ზრდით, დამთავრებული ფულადი გზავნილებით, ტურიზმიდან შემოსავლებით და სხვა.

შესაბამისად, გვაქვს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისათვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g