LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორბსმა“ 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები დაასახელა

215
MW-IH925-riches-ZG-20200604130322

გამოცემა „ფორბსმა“ 2020 შეაჯამა და წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები დაასახელა. პირველი პოზიცია კაილი ჯენერს ერგო, ის „ფორბსმა“  წლის ყველაზე შემოსავლიან  სელებრითად დაასახელა. მან 590 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ცნობისთვის, კაილი გასულ წელსაც ამავე სტატუსით სარგებლობდა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ მან ეს წოდება დაკარგა. გამოცემამ ვარსკვლავი ტყუილში დაადანაშაულა და მილიარდერების სიიდანაც ამოიღო, რადგან გამოკვლევების მიხედვით გაირკვა, რომ კაილიმ ქონების შესახებ მოიტყუა და ჟურნალს, ბრენდის Kylie Cosmetics შესახებ გაყალბებული მონაცემები მიაწოდა.  თუმცა, როგორც ჩანს ახლა ყველაფერი დაზუსტდა და კაილი კვლავ ,,მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიონერის” ტიტულის მფლობელია.

„ფორბსმა“ კაილი ჯენერი მილიარდერების სიიდან ამოიღო

სიაში მეორე ადგილი, 170 მილიონით რეპერმა კანიე უესტმა დაიკავა. რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ჯოგბურთელი როჯერ ფედერერი, რაიან რეინოლდსიკრიშტანო რონალდო, ლიონელ მესი, ბილი აილიში, დოუენ ჯონსონი ჰოვარდ სტერნი და ა. შ…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები