LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის შემდეგ განახლებული რომანი – კანიე უესტი ირინა შეიკზე კიმ კარდაშიანთან ქორწინებამდე იყო შეყვარებული

414
198678100-494616331862223-8305538448417809832-n

ცოტა ხნის წინ ახალმა ვარსკვლავურმა რომანმა შოუბიზნესის სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა. ამჯერად ირინა შეიკისა და კანიე უესტის წყვილს განიხილავენ. მათ რომანტიკული უქმეები  საფრანგეთში გაატარეს.

ფოტო: ახალი ვარსკვლავური რომანი – კანიე უესტი და ირინა შეიკი პაემნის დროს გადაიღეს

ახლა კი ახალი დეტალები გახდა ცნობილი. „ნიუ-იორკს პოსტს“ ინსაიდერმა განუცხადა, რომ კანიე უესტი შეიკში ჯერ კიდევ კიმ კარდაშიანთან  ქორწინებამდე იყო შეყვარებული. მათ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს,  შეიკი უესტის კლიპშიც, Power  მონაწილეობდა. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა კანიეს მოდელის მიმართ გრძნობები. მაშინ შეიკი ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს ხვდებოდა.

„უესტი შიკით მოხიბლული იყო, თუმცა მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები