„ბიბისიმ“ 2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომების სია გაავრცელა. წლის ყველაზე პოპულარული ნამუშევარი ადელის „30“ გახდა, ის გამოსვლიდან 6 კვირაში მსოფლიოს მასშტაბით 600 000 ასლი გაიყიდა.
ცნობისთვის, „30“ არტისტის რიგით მეოთხე ალბომია, რომელიც მან ექვსწლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა.
ადელის ტრიუმფი Spotify-ზე და უახლესი ფოტოები, რომელშიც ვარსკვლავი შოკისმომგვრელად გამოიყურება
„განქორწინება მაიძულა“ – ადელი ახალ კლიპში ყოფილ ქმარს უმღერის
ადელს ედ შირანი მოსდევს, მისმა ალბომმა, Equals (=), მე-2 პოზიცია დაიკავა, რიგით მესამე ალბომი ლეგენდარული ABBA-ს ალბომი Voyage-ია, რომელიც კოლექტივმა 40 წლის დაბრუნების შემდეგ გაავრცელა.
40 წლის შემდეგ დაბრუნებული ABBA „გრემიზე“ პირველად წარადგინეს
ყველაზე გაყიდვად ალბომებს შორის ასევე ოლივია როდრიგოს Sour, Queen-ის ოქროს ჰიტების კრებული და დუა ლიპას Future Nostalgia მოხვდნენ.
2021 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომის ათეული კი ასე გამოიყურება
1. ადელი – 30
2. ედ შირანი – Equals (=)
3. ABBA – Voyage
4. ოლივია როდრიგო – Sour
5. Queen – Greatest Hits
6. დუა ლიპა – Future Nostalgia
7. ედ შირანი – Divide
8. ელტონ ჯონი – Diamonds
9. Fleetwood Mac – 50 Years: Don’t Stop
10. Dave – We’re All Alone In This Together