LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის ნიკოლ კიდმანი „შიშველ კაბაში“ ახალი სერიალის ჩვენებაზე გამოჩნდა

242
ნიკოლ კიდმანი

ნიკოლ კიდმანმა საზოგადოებას ახალი სერიალი, „ემიგრანტები“ წარუდგინა, რომელიც „ამაზონ პრაიმმა“ გადაიღო. სერიალის დახურული ჩვენება სიდნეის კინოთეატრ „პალას ვერონაში“ გაიმართა. ნიკოლი ამ დღეს შეუდარებელი იყო. 56 წლის ვარსკვლავი ბრწყინავდა ატლასის პასტელური ფერის კაბაში, რომელსაც მოდის ექსპერტებმა „შიშველი კაბა“ უწოდეს. ნიკოლს წითელ ხალიჩაზე ახლდა მეუღლე, კიტ ურბანიც.

ძალიან ლამაზ ანსამბლს ნიკოლმა საფირმო ვარცხნილობა, ზევით აწეული თმა შეუხამა. ბოლო დროს მსახიობმა კიდევ უფრო დაიკლო წონაში. მიუხედავად ამისა, ის ყოველ ჯერზე, სულ უფრო მიმზიდველია.

ნიკოლ კიდმანის საოცარი ფოტოები ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან

ყველაზე დახვეწილი „ლუქი“ – ნიკოლ კიდმანი „ბალენსიაგას“ ამბასადორია – მსახიობი ფოტოებს ავრცელებს

56 წლის ნიკოლ კიდმანის „ლუქს“ ინტერნეტსივრცეში აქტიურად განიხილავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები